უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საექსპერტო საზოგადოება პომპეოს ღია წერილით მიმართავს

პუბლიკა
საქართველოს  უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საექსპერტო საზოგადოება აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს ღია წერილით მიმართავს.
მაიკ პომპეო საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 17 ნოემბერს ეწვევა.
„ჩვენ ვაფასებთ ამერიკის მხრიდან ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. გვჯერა, რომ აშშ-ს რეგიონალური და გლობალური ინტერესების გათვალისწინებით, ქართველი ხალხის მხარდაჭერისათვის, მთავარი ნაბიჯები იქნება შემდეგი: განთავსდეს ამერიკული შეიარაღებული ძალების მუდმივი წარმომადგენლობა საქართველოში. ამგვარი პოლიტიკა შეიძლება მოიცავდეს მოკავშირე ძალების (ევროკავშირი/აშშ) როტაციას, ასევე საჰაერო პატრულირების ელემენტებს, რამაც უნდა უზრუნველყოს ამერიკელებისა და მოკავშირე ძალებისთვის შეუფერხებელი ოპერირება შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
ამავე დროს, აშშ-ს სამხედრო წარმომადგენლობა საქართველოში აღმოფხვრის მყისიერ საფრთხეებს და საქართველოს კიდევ უფრო დააახლოებს ნატოს წევრობასთან. ამავე დროს, საქართველოს შესაძლებლობები შეიტანოს მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაში კიდევ უფრო გაიზრდება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასთან ერთად. ამ თვალსაზრისით ჩვენ მივესალმებით აშშ-ს მონაწილეობას საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის საკითხში.
მადლიერები ვართ აშშ-ის მნიშვნელოვანი და მდგრადი მხარდაჭერისთვის წლების განმავლობაში საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად. სრულად ვუჭერთ მხარს საქართველო-აშშ-ის ალიანსის გაძლიერების პროცესს, მათ შორის, აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობას საქართველოშ, რაც საერთო ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას წაადგება,” – ნათქვამია წერილში, (წერილის სრულ თარგმანს ტვ პირველი ავრცელებს.)
წერილს ხელს აწერენ:
ზვიად აძინბაია
ეკა აკობია
ირაკლი ალასანია
ირინა არაბიძე
ფიქრია ასანიშვილი
გიორგი ასტამაძე
ნატო ბოჩიაშვილი
გიორგი ბადრიძე
ზურაბ ბატიაშვილი
ზაზა ბიბილეიშვილი
ლევან ბოძაშვილი
ეთო ბუზიაშვილი
მიხეილ დარჩიაშვილი
დავით დარჩიაშვილი
ჯაბა დევდარიანი
პაატა გაფრინდაშვილი
კახა გოგოლაშვილი
გიორგი გოგუაძე
თორნიკე გორდაძე
გიორგი გვალია
შოთა ღვინერია
გია ჯაფარიძე
თედო ჯორბენაძე
ნინო კალანდაძე
ნოდარ ხარშილაძე
თინა ხიდაშელი
ბექა კობახიძე
ბათუ ქუთელია
ხათუნა ლაგაზიძე
ეკა მეტრეველი
გრიგოლ მგალობლიშვილი
ხათუნა მშვიდობაძე
გიორგი მუჩაიძე
სოფო პეტრიაშვილი
ალექსი პეტრიაშვილი
თენგიხ ფხალაძე
მირიან ფოხაძე
ირაკლი ფორჩხიძე
დავით რაქვიაშვილი
გიორგი რუხაძე
თორნიკე შარაშენიძე
ვასილ სიხარულიძე
თორნიკე თურმანიძე
გელა ვასაძე
თემურ იაკობაშვილი