ვაკის პარკში დაშავებული ბავშვი მოიხსნა ხელოვნური ვენტილაციიდან, შემოდის კონტაქტში - ექიმი

პუბლიკა

კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალის“ წარმომადგენელმა, დავით ციბაძემ ჟურნალისტებს ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნო. მისი თქმით, ბავშვი მართვით სუნტქვაზე აღარ არის და უკვე მშობლებთან კონტაქტშიც შევიდა.

„ამ წუთისთვის ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რაც გამოიხატება იმით, რომ მოისხსნა ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან, არის სპონტანურ სუნთქვაზე, შემოდის კონტაქტში, დაეკონტაქტა თავის მშობლებს უკვე, რასაკვირველია, გარკვეული რისკები რჩება, თუმცა პირველი 24 საათისთვის ყველაზე ცუდი რაც შეიძლებოდა მომხდარიყო… დაზიანება მეტნაკლებად დაძლეულია და ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე სახლში წავა ლაზარე“, – განაცხადა ციბაძემ.

მისივე თქმით, სამედიცინო პერსონალის მხრიდან არცერთი მიზეზი არ არის, რომ ბავშვი საზღვარგარეთ გადაიყვანონ.

„გართულებების საშიშროებები ჯერ ისევ რჩება, რადგან, როგორც გითხარით, იყო ასპირაცია, 72 საათი ჯერ არ გასულა და დარჩება ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ“, – დასძინა ციბაძემ.

LB loan image desktop LB loan image mobile