ვალერი გელაშვილმა ხაშურში კანდიდატურა „ოცნების“ სასარგებლოდ მოხსნა

პუბლიკა

ხაშურის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ვალერი გელაშვილმა კანდიდატურა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოხსნა.

გელაშვილი განმარტავს, რომ „ქართული ოცნების“ გარდა, ვერავინ უზრუნველყოფს ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას.


„ქართული ოცნების“ ხაშურის მერობის კანდიდატი თენგიზ ჩიტიაშვილია.