ვენეციის კინოფესტივალის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

პუბლიკა

ვენეციის რიგით 78-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია. მთავარი პრიზით – ოქროს ლომით ფრანგი რეჟისორის, ოდრი დიუანის ფილმი L’événement გახდა. წლევანდელი ჟიურის თავმჯდომარე „პარაზიტის“ რეჟისორი ბონ ჯუნ ჰო იყო.

საპატიო ჯილდოები გადაეცათ ჯეიმი ლი კერტისსა და რობერტო ბენინის.

ფესტივალის სხვადასხვა პრიზები ასე გადანაწილდა:

საუკეთესო ფილმი (ოქროს ლომი) – L’événement (რეჟ. ოდრი დიუანი, საფრანგეთი)

გრან პრი – È stata la mano di Dio (რეჟ. პაოლო სორენტინო, იტალია)

საუკეთესო რეჟისორი (ვერცხლის დათვი) – ჯეინ კემპიონი (The Power of the Dog, აშშ)

საუკეთესო მსახიობი ქალი – პენელოპე კრუსი (Madres Paralelas)

საუკეთესო მსახიობი კაცი – ჯონ არსილა (On the Job: The Missing 8)

ჟიურის სპეციალური პრიზი – Il buco (რეჟ. მიქელანჯელო ფრამანტინო, იტალია)

საუკეთესო სცენარი – The Lost Daughter (რეჟ. მეგი ჯილენჰოლი, აშშ)

საუკეთესო ახალბედა მსახიობი – ფილიპო სკოტი (È stata la mano di Dio)