ვერ გეტყვით, ვის რა როლი აქვს ამ სპექტაკლში – ჰარცელს, ჯაფარიძეს, მელიას... ერთმანეთში არკვიონ - სარჯველაძე

პუბლიკა

„ვერ გეტყვით, ვის რა როლი აქვს ამ სპექტაკლში –ჰარცელს, ჯაფარიძეს, მელიას და ა.შ. ადგნენ და ეს ერთმანეთში არკვიონ“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ გუშინ, ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას.

„მე ვფიქრობ, რომ ერთი მხარის მხრიდან ამაზრზენი საქციელი ვიხილეთ, კონკრეტული დანიშნულებით, რომ ხელოვნურად შეიქმნას ქვეყნაში ის დაძაბულობის ხარისხი, რომელიც რეალურად არ არის…

ამას ნუ შევაფასებთ ისე, როგორც ორი მხარის დაპირისპირებას. ეს იყო თავიდან ბოლომდე ერთი მსახიობის თეატრი. ვის რა როლი აქვს ამ სპექტაკლში – ჰარცელს, ჯაფარიძეს, მელიას და ა.შ. ადგნენ და ეს ერთმანეთში არკვიონ, მგრამ ის ამაზრზენი ქცევები, რასაც ახლა გვთავაზობენ, ამის პოპულარიზებას ეწევიან და იმის ნაცვლად, რომ გამოვიდნენ და თქვან კონკრეტულად, რომ მელიამ რაც იკადრა, არის წარმოუდგენელი რამ, ამის ნაცლად ახლა რაღაც ალტერნატიულ ვერსიებს და ალტერნატიულ საყურადღები ცენტრებს ქმნიან, რატომ? თუ ვინმეს არ უნდა, ამ ქვეყანაში ასეთი დაძაბულობის კერები იქმნებოდეს, უნდა გამოვიდეს და უთხრას – მელია, გაჩერდი და ასე ნუ იქცევი“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, – „ჰარცელს უნდა ეთქვა ეს?“

სარჯველაძემ უპასუხა რომ: -„რასაკვირველია, მათ შორის, მელიასთვის უნდა ეთქვა ეს და თავს იკავებს. მე რა ვიცი რა უთხრა და როგორ უთხრა, ამბავი იმის, მერე რაც გამოდის ყველა ცდილობს რომ სხვაგან გადაიტანოს მიმართულებები“.

გუშინ ევროკავშირის ოფისში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ კობახიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, როდესაც მასთან მივიდა ენმ-ის ლიდერი და მერობის კანდიდატი ნიკა მელია და დმანისში მომხდარის გამო გააკრიტიკა.

„შე უნამუსო, მონა!“ – მიმართა ნიკა მელიამ ირაკლი კობახიძეს.

ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას შეაგინა და თქვა, რომ პროვოკაცია მოუწყვეს. „შენი დედას *** შე ნაბიჭვარო“ – მიმართა ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას.