ვინ მოაწერს „ევროპული საქართველოს“ სიიდან ხელს დოკუმენტს

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს“ საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში 5 მანდატი აქვს. პარტიული სიიდან დეპუტატები გახდნენ: დავით ბაქრაძე, ელენე ხოშტარია, ტარიელ ნაკაიძე, შალვა შავგულიძე, არმაზ ახვლედიანი.

შალვა შავგულიძის განცხადებით, სასურველია, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში მცირედი კორექტირება შევიდეს, თუმცა, თუ ეს არ მოხდა, ის კრიზისის განსამუხტავად დოკუმენტს ხელს მაინც მოაწერს.

როგორც მან „ინტეპრესნიუსს“ განუცხადა, ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ დასავლურ სტრუქტურებთან დაპირისპირებაში ხელი არ უნდა შეუწყოს.

„რიგგარეშე არჩევნების მიბმა ადგილობრივ არჩევნებთან პრინციპულად არასწორად მიმაჩნია, რადგან სულ სხვაა საპარლამენტო არჩევნები. რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, რურუასთან დაკავშირებით ყველაზე სწრაფი გზა არის შეწყალება, თუმცა, ნიკა მელიასთან დაკავშირებით ისევ გირაოს გადახდაზე აქცენტირება, გაუმართლებელია. გირაოს გარეშე უნდა მოხდეს ნიკა მელიას საკითხის გადაწყვეტა. ეს კორექტირებები არის საჭირო.

მე ძალიან ვისურვებდი, რომ ეს კორექტირებები იყოს, მაგრამ თუ არ მოხდება ასეთ შემთხვევაში, მე ამ დოკუმენტს ხელს მოვაწერ და შესაბამისად, შევალ პარლამენტში“, – განაცხადა შავგულიძემ.

დეპუტატი არ ვარ და არ ვიქნები. პარტიიდან წამოსვლა ნიშნავს სიიდან წამოსვლას. უწესობაა პარტიიდან წამოსვლა და მანდატით სარგებლობა“, – თქვა მოძრაობა „დროას“ დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ.

როგორც იცით, მე ევროპული საქართველო დავტოვე, შესაბამისად, სადეპუტატო მანდატი ეკუთვნის პარტიას და არა მე. არ მიმაჩნია…

Posted by Helen Khoshtaria on ორშაბათი, 19 აპრილი, 2021

თუ „ქართული ოცნება“ მოაწერს დოკუმენტს ხელს, მაშინ არმაზ ახვლედიანი მზადაა, შევიდეს პარლამენტში.

„რა თქმა უნდა, პატივს ვცემ ყველა ოპოზიციური პარტიის დამოკიდებულებასა და აზრს, ასევე – ცალკეული პოლიტიკოსების, მაგრამ ჩემთვის ყოველგვარ პარტიულ ინტერესზე მაღლა დგას საქართველოს ინტერესი და რომ ეს ასეა, დამტკიცებული მაქვს მრავალგზის ჩემი გადაწყვეტილებებით. ახლაც ასე ვფიქრობ და ასე მოვიქცევი“, – განუცხადა არმაზ ახვლედიანმა „ინტერპრესნიუსს“.

„პუბლიკა“ ცდილობს, გაიგოს დავით ბაქრაძისა და ტარიელ ნაკაიძის პოზიციები. მათი პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile