ვიოლა ფონ კრამონი საქართველოშია

პუბლიკა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში იმყოფება. ის ტელეკომპანია „ფორმულამ“ ერთ-ერთ კაფეში „ნაციონალური მოძრაობის” წევრ სალომე სამადაშვილთან ერთად დააფიქსირა.

მედიასთან არც კრამონს და არც სამადაშვილს კომენტარი არ გაუკეთებიათ. „პუბლიკასთან“ საუბრისას სალომე სამადაშვილი ამბობს მხოლოდ იმას, რომ კრამონი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით არ იმყოფება.

15 მარტს ვიოლა ფონ კრამონმა მზადყოფნა გამოთქვა, საქართველოში  პოლიტიკურ პარტიებს შორის მედიაციის პროცესში ჩაერთოს.