ვისაც ვაქცინის პირველ დოზაზე სერიოზული გვერდითი რეაქცია დაუდასტურდება, მეორედ სხვა ვაქცინის გაკეთებას შეძლებს - ჩხაიძე

პუბლიკა

გუშინ, იმუნიზაციის საბჭოს ტექნიკური მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ის ადამიანები, რომლებსაც ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ სერიოზული გვერდითი რეაქცია დაუდასტურდებათ, მეორედ სხვა ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ.

„ეს გვერდითი რეაქცია უნდა შეფასდეს იმუნიზაციის იმ ჯგუფის მიერ, რომელიც ამ გვერდით მოვლენებს აფასებს. ამ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, მეორედ გაიკეთონ სხვა ტიპის ვაქცინა. ვთქვათ, თუ პირველი „ასტრაზენეკაზე“ ჰქონდა ალერგიული რეაქცია, დადასტურებული ამ ჯგუფის მიერ, მას ექნება შესაძლებლობა მეორედ გაიკეთოს „ფაიზერი“ ან ნებისმიერი, რომელიც მას სურს. დღეს იმუნიზაციის საბჭომ მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდგომ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ.