ვწუხვარ, რომ ბოლომდე პოზიციების დაახლოება ვერ მოხდა პარტიასა და თავმჯდომარეს შორის – დეკანოიძე

პუბლიკა

„ვწუხვარ, რომ ბოლომდე პოზიციების დაახლოება ვერ მოხერხდა პარტიასა და თავმჯდომარეს შორის”, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე პარტიის თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლას. დეკანოიძე ამის შესახებ facebook-პოსტს წერს და აქვე აღნიშნავს, რომ დეტალებში ჩაღრმავებას არ აპირებს.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა მოვუხადო გრიგოლ ვაშაძეს. ის ურთულეს წლებში შემოგვიერთდა და ჩვენთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე იბრძოდა. ვწუხვარ, რომ ბოლომდე პოზიციებს დაახლოება ვერ მოხერხდა პარტიასა და თავჯდომარეს შორის. თუმცა ცვლილებები ხდება და ყველაფერს ადამიანურად, ცივილიზებულ ფარგლებში უნდა შევხედოთ – დაუღალავი, უკომპრომისო ბრძოლის და უკეთესი ცვლილებების ფონზე.

დარწმუნებული ვარ, საქართველოს მომავალი ზუსტად ასევე ესახება ბატონ გრიგოლს, სადაც არ უნდა იყოს მომავალში.

სხვა დეტალებში ჩაღრმავებას ნამდვილად არ ვაპირებ”, – წერს დეკანოიძე.


„მე გადავწყვიტე, დავტოვო ყველა დაკავებული თანამდებობა და გავიდე პარტიიდან. უაღრესად მიძნელდება ეს ნაბიჯი, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ”, – წერს გრიგოლ ვაშაძე facebook-ზე.