წალენჯიხაში პირველკლასელთა უფასო კვების პროგრამა ამოქმედდება - გია ხარჩილავა

პუბლიკა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი, გია ხარჩილავა, მუნიციპალიტეტში პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამას აანონსებს.

„დიდებული ამბავი უნდა გამცნოთ. პირველად საქართველოში, წალენჯიხაში, განხორციელდება პირველკლასელთა კვების პროგრამა.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვები უზრუნველყოფილნი არიან კვებით, ისეთი ხარისხიანით, რომელიც ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს განხორციელდა რეორგანიზაციის შედეგად. როდესაც ბავშვი იღებს იმდენ  კალორიას, რაც მისი განვითარებისთვის აუცილებელია.

მაგრამ შემდეგ ეტაპზე, როდესაც ბავშვი ამთავრებს ბაღს და გადადის პირველ კლასში, იქ უკვე კვებით უზრუნველყოფის პროგრამა არ მოქმედებს. ძალიან ხშირად მშობელს არ აქვს შესაძლებლობა, ყოველდღიურად დაუფინანსოს ის 3, 4 ლარი, რომელიც სკოლის პერიოდში ყოფნის დროს, კვებისთვის აუცილებლად სჭირდება, ანუ ბაღში შეჩვეული ორგანიზმი, სკოლაში უკვე გარანტირებული კვების გარეშე რჩება. რაც ბუნებრივია შეფარეხებს მის როგორც გონებრივ, ისე ძვლოვან, ხრტილოვან განვითარებას, მის ზრდის პროცესს.

ამიტომ, ამ ლოგიკიდან გამომდინარე, ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, შექმნილი სოციალური ფონიდან გამომდინარე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რაც უპრეცენდენტოა საქართველოს მასშტაბით”. – აცხადებს გია ხარჩილავა.

როგორც მერი აცხადებს, პროგრამაში ჩართვისთვის პირველკლასელის მშობელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: განცხადება, პირველკლასელის დაბადების მოწმობა, ცნობა სკოლიდან.

ბავშვებს დაურიგდებათ საბანკო ბარათები, რომლის გამოყენებას შეძლებენ კვების ობიექტებსა და მარკეტებში პროდუქტის შესაძენად.

კვების დღიური თანხა შეადგენს საშუალოდ 4 ლარს.

ბარათს გააცნია შეზღუდვები. კერძოდ, ბავშვის საუკეთეოს ინტერესებიდან გამომდინარე, ბანკომატიდან ტანხის გამოტანის და ონლაინ გამოყენების ფუნქცია.

“ძვირფასო წალენჯიხელებო, მუნიციპალიტეის მერია ყველაფერს გააკეთებს, რათა ჩვენი შვილები, მომავალი თაობა, როგოც სკოლამდელ აღზრდია დაწესებულებებში არიან უზრუნველყოფილნი, ასევე ნუ განიცდით იმას, რომ პირველკლასელებისთვის ვერ შეძლოთ კვების თანხით უზრუნველყოფა, რადგან ამას მერია იღებს საკუთარ თავზე. და ბავშვების ზრდის პროცესი იქნება შესაბამისი ჯანდაცვის სტანდარტებთან.

ეს რაც შეეხება ფიზიკურ განვითარებას, რაც შეეხება გონებრივს, წალენჯიხაში შემოდის უამრავი ინვესტიცია, რომელიც იდება აიტი ტექნოლოგიებში, განათლებაში, ხელოვნებაში, კულტურასი, სპორტში”. – აცხადებს მერი.