წელსაც ვგეგმავთ რთველის სუბსიდირებას, 1 კგ. ყურძენი მინიმუმ 90 თეთრი ეღირება - ღარიბაშვილი

პუბლიკა

საქართველის პრემიერ-მინიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ იგეგმება წელსაც რთველის სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან.

მისი თქმით, ეს პოსტპანდემიური პერიოდისა და მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე ხდება.

„წელს ქვეყანაში ჭარბი ყურძნის მოსავალს ველოდებით, დაახლოებით 300 ათას ტონას. პოსტპანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წელსაც ჩვენ მოვახდინოთ რთველის სუბსიდირება, რომელიც არის შემდეგი: 1 კგ. რქაწითელი ეღირება არა ნაკლებ 90 თეთრისა, აქედან სახეწლმიფოსგან დამატებით მიიღებენ კომპანიები 35 თეთრს, ანუ მოსახლეობა მიიღებს რეალურად ამ დანამატს. ჯამში მინიმუმ 90 თეთრი იქნება კილოგრამი ყურძნის ფასი, “- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.