წულუკიანი ხაბეიშვილზე: განცხადება, რომ გაიტაცებს თუ მოიტაცებს სააკაშვილს, პათეტიკურია

პუბლიკა

კულტურის მინისტრი და ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილის გუშინდელი განცხადება პათეტიკური და უპასუხისმგებლოა.

გუშინ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ თუ საჭირო გახდა მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გამოიხსნიან.

„მე ვალდებულება მაქვს, რომ ხაბეიშვილი აღვიქვა სერიოზულად და მხოლოდ ამიტომ ვცდილობ, აღვიქვა ის სერიოზულად. ჩემი აზრით, მისი პარტიის სათავეში მოქცევა და რაიმე ტიპის პროცესების ხელმძღვანელობა არის, პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უკიდურესად საზიანო.

ამიტომ მისი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ გაიტაცებს თუ მოიტაცებს მიშა სააკაშვილს, გამოიხსნის, არის პათეტიკური და უპასუხისმგებლო, რომელსაც, რა თქმა უნდა, განხორციელება არ უწერია. ეს ალბათ უფრო გათვლილია პარტაქტივის იმ ძალიან პატარა ჯგუფზე, რომელსაც შეიძლება, რაღაც ემოცია აღეძრას, როდესაც ასეთ განცხადებას მოისმენს“, – თქვა წულუკიანმა.