წულუკიანი სამუშაო ვიზიტით ჰამბურგში როიალების მწარმოებელ კომპანიას ეწვია - სამინისტრო

პუბლიკა

კულტურის მინისტრი ჰამბურგში სამუშაო ვიზიტით როიალების მწარმოებელ კომპანია „სტეინვეი ენდ სანსს“ ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, მინისტრი ვიზიტის ფარგლებში კომპანიის პრეზიდენტს ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებში გვიდო ციმერმანსა და რეგიონულ დირექტორ ანტონ ვილჰელმს შეხვდა. აგრეთვე, თეა წულუკიანმა დაათვალიერა STEINWAY & SONS-ის როიალების საწარმო და ნახა საქართველოსთვის განკუთვნილი რვა როიალი, რომლებიც ჰამბურგიდან 25 ნოემბერს გამოიგზავნება და სახელმწიფო კონსერვატორია მათ 15 დეკემბრისთვის მიიღებს.

„როიალების გამოსაგზავნი პარტიის შემოწმების მიზნით და კომპანიასთან შემდგომი თანამშრომლობის გათვალისწინებით მინისტრთან ერთად კომპანიას მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტიაც ეწვია, რომელმაც ერთ-ერთ როიალზე რამდენიმე ნაწარმოები შეასრულა და საქართველოს ეს დიდი სიახლე მიულოცა“, – ამბობენ სამინისტროში.


„გელათის გადასარჩენად“ – ამ სახელწოდებით დღეს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის ორგანიზებით, საღამოს 7 საათზე აქციაა დაგეგმილი.

„ჩვენ ვითხოვთ, გელათის სამონასტრო კომპლექსის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესს დაუყოვნებლივ ჩამოშორდეს მინისტრი თეა წულუკიანი და დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი; დაუყოვნებლივ გასაჯაროვდეს პროცესთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაცია; დაუყოვნებლივ ჩაერთოს პროცესში ყველა მაღალი დონის ქართველი და უცხოელი სპეციალისტი“, – ამბობენ პროფკავშირში.

LB loan image desktop LB loan image mobile