„ყველანაირ ფსკერზეა ეს კაცი დაშვებული“ - კობახიძე გახარიაზე

პუბლიკა

„როცა კეზერაშვილის ტელევიზიაში დგახარ და ამბობ, რომ ჩემი იმედები ვერ გაამართლა ივანიშვილმა, ეს, არ ვიცი, რა კომენტარს იმსახურებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველანაირ ფსკერზეა ეს კაცი დაშვებული. ეს არის მორალური ფსკერი. გარდა ამისა, როცა როგორ ხვდები, რა გაწყობს და რა – არა, ეს ნიშნავს, რომ ფსკერს ქვემოთაც ხარ დაშვებული“, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას ივანიშვილთან დაკავშირებულ განცხადებას.

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ 25 სექტემბერს „ფორმულას“ ეთერში თქვა, რომ „ბიძინა ივანიშვილმა არა მარტო მისი, არამედ მოქალაქეების ნდობაც არ გაამართლა”.