ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

პუბლიკა

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერზე, ზურა ჯაფარიძეზე თავდამსხმელი დაკავებულია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

დღეს ბორჯომში „ლიბერალური აკადემია“ სემინარს მართავდა. დილით, სემინარში მონაწილეობის მისაღებად მიმავალ ზურა ჯაფარიძეს გორის „სმარტთან“ თავს დაესხნენ.

მოგვიანებით, გორში მცხოვრებმა სოსო მაისურაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჯაფარიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა სწორედ მან მიაყენა.

ამ ფაქტიდან მალევე, სასტუმროსთან, სადაც სემინარი იმართება, 60-მდე ადამიანი მივიდა. ისინი ისროდნენ ქვებს, სემინარიის მონაწილეების მისამართით იგინებოდნენ. ისმოდა მუქარის შემცველი შეძახილები.