მახარაძე პარტიულ საქმიანობას ტოვებს, ,,ალტ-ინფოში" მედიამენეჯერად იმუშავებს - მორგოშია

პუბლიკა

პრორუსული პარტია „კონსერვარიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, კონსტანტინე მორგოშიას განცხადებით, ზურაბ მახარაძე პარტიულ საქმიანობას ტოვებს და ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ მედიამენეჯერის პოსტს დაიკავებს.

„პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ მართველ რგოლში ცვლილებებია: მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ მახარაძე პარტიულ საქმიანობას ტოვებს და მედია სფეროში გადადის, ის ტელეარხ ალტ-ინფოში მედია მენეჯერის პოზიციაზე იმუშავებს“, – წერს მორგოშია.

პრორუსული პარტია 2021 წლის დეკემბერში დაფუძნდა და თავდაპირველად მისი თავმჯდომარე ზურაბ მახარაძე იყო. მან თავმჯდომარის პოსტი აპრილში დატოვა.

რატომ დატოვა თავმჯდომარის პოსტი მახარაძემ, ამასთან დაკავშირებით მაშინ „პუბლიკასთან“ საუბარში კონსტანტინე მორგოშიამ განმარტა: „არაფერი შინაარსობრივად დიდი [ცვლილება] არ არის, უბრალოდ ზურასთან დაკავშირებით სხვა რაღაც აქტივობებს ვაპირებთ და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება თავმჯდომარე და ვინ არა. ცხადია რჩება პარტიაში, ჩვენთანაა. უბრალოდ თავმჯდომარე არ არის”.