ზუსტი ინფორმაცია გვაქვს, რომ „ფაიზერის" მილიონამდე დოზას მივიღებთ - ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აქვთ ზუსტი ინფორმაცია, რომ „ფაიზერის” მილიონამდე დოზას მივიღებთ.

 „ზუსტი ინფორმაცია გვაქვს, რომ „ფაიზერის” მილიონამდე დოზას მივიღებთ, თუმცა, ვაზუსტებთ მოწოდების ბაზას დოზებზე. გვაქვს ასევე ზუსტი ინფორმაცია, რომ მივიღებთ 43 ათას „ასტრაზენეკას” 30 აპრილისთვის. ასევე წარმატებით მიმდინარეობს „სინოფარმთან” მოლაპარაკება და დამატებით 250 ათასი დოზა არის დაპირებული „სინოფარმის” მხრიდან ივნისში”, – განაცხადა ტიკარაძემ.