„ზვიადაური ბრალს არ აღიარებს, მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში" - ადვოკატი

პუბლიკა

„ბატონი ზურაბი დანაშაულს არ აღიარებს. იგი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. მართლზომიერად მოქმედებდა. თავდამსახმელი მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებდა“, – ამბობს ჟურნალისტებთან ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ადვოკატი.

მისი თქმით, „მან რაც გააკეთა, გააკეთა იმიტომ, რომ დაეცვა თავისი და ძმის სიცოცხლე. ის არ იცნობდა თავდამსხმელს, მივიდა იქ, რათა გამოეყვანა თავისი ძმა და შარს აერიდებინა, მაგრამ ვეღარ მიუსწრო“.

დაცვის მხარე ზურაბ ზვიადაურისთვის ბრალის წაყენებას დღეს ელოდება.