00:00 საათის შემდეგ რესტორნები და გასართობი დაწესებულებები არ იმუშავებს - მთავრობა

პუბლიკა
„ერთი შეზღუდვა, რომელიც რჩება, ეს არის შეზღუდვები რესტორნების მიმართ, რომლებიც იმუშავებენ მხოლოდ 00:00 საათამდე. 00:00 საათის შემდეგ რესტორნები არ იმუშავებს“, – ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ღიბრაძის განცხადებით, იგივე ეხება სხვა გასართობ დაწესებულებებს – „ღამის კლუბებსა და ისეთ დაწესებულებებს, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ კვებასთან“.

„ეს ეხება სასტუმრო-რესტორნებსაც, რომლებსაც ჰყავთ სტუმრები და აქვთ სარესტორნო სივრცე“, – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.