1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3613 ლარი გახდა

პუბლიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3613 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.4 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0387 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9892 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 4.0137 ლარს შეადგენდა, შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0245 შეადგინა.