11 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის წარმოება - გახარია

პუბლიკა

ორშაბათიდან, 11 მაისიდან ჩვენ გავხსნით ყველა სახის წარმოებას – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, თუ აქამდე საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ სამშენებლო მასალების წარმოებაზე, ახლა საუბარია ყველა სახის წარმოებაზე.

მისი თქმით, ამას გარდა, გაიხსნება ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით.

„ეს არ ეხება მოლებს და არ ეხება ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით მოვაჭრე მაღაზიებს, სხვა ყველა სახის მაღაზია შესაძლებელი იქნება, რომ ორშაბათიდან ამოქმედდეს”, – განაცხადა გახარიამ.