იაპონიამ, ლიეტუვამ, ლატვიამ და ჩეხეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩერეს

პუბლიკა

იაპონიამ, ლიეტუვამ, ლატვიამ და ჩეხეთმა უკრაინაში საომარი მოქმედებების ფონზე რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეწყვიტეს. ინფორმაციას სააგენტო Tass ავრცელებს.

გამოცემის თქმით, იაპონიის მთავრობამ რუსეთისთვის სანქციების დაწესების გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრის გამო მიიღო. პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ იაპონია რუსეთისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტასთან ერთად, ყინავს საფინანსო აქტივებს და ზღუდავს თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებულ ექსპორტს.

ჩეხეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა გუშივე შეწყვიტა და რუსეთში რამდენიმე საკონსულო დახურა.

ლიეტუვამ და ლატვიამ რუსეთიდან კონსულტაციებისთვის ელჩებიც გამოიხმეს.