115 ინფიცირებული და 3 გარდაცვლილი | 17 აპრილის სტატისტიკა

პუბლიკა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 115 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 3 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 792 პირი ემსხვერპლა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 653 044-ია.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.43%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.49% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.23%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 115 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 59 შემთხვევა, აჭარა – 3, იმერეთი – 18, ქვემო ქართლი -0, შიდა ქართლი – 3, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 5, კახეთი – 8, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 2 270 საიდანაც, 340 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 186, აჭარაში – 19, იმერეთში – 77.