14 ივნისის მონაცემებით სრულად ვაქცინირებულია 66 265 ადამიანი

პუბლიკა

14 ივნისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 207 470 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 66 265 ადამიანი.

ბოლო 24 საათის განმავობაში ჩატარდა 728 აცრა.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.

„სინოვაკის“ პირველ დოზაზე რეგისტრაცია დღეიდან, 14 ივნისიდან განახლდა.

„სინოვაკის“ მეორე დოზა პირველი აცრიდან 14-28 დღის შუალედში კეთდება.

1 ივნისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ სინოვაკის ვაქცინას მისცა გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია 18 წლის ასაკიდან.

საქართველოში სინოვაკის 100 000 დოზა ვაქცინა შემოვიდა 29 აპრილს და დღემდე პირველი დოზით აცრილია 17 199 მოქალაქე.