15 აპრილს აშშ-ში კორონავირუსით რეკორდული რაოდენობა – 2482 ადამიანი დაიღუპა

პუბლიკა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ დღეში, 15 აპრილს, COVID-19-ით გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. გუშინ აშშ-ში კორონავირუსით 2482 ადამიანი დაიღუპა.

რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, აშშ-ში გუშინ 30 206 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასულ რამდენიმე დღესთან შედარებთ მატებაა. თუმცა ახალი შემთხვევების ყოველდღიურ სტატისტიკაში, პიკი, ჯერჯერობით, 4 აპრილია – 34 196 შემთხვევით. სულ, აშშ-ში ამ დროისთვის 644 348 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 48 708 გამოჯანმრთელდა, 28 554 კი დაიღუპა. დასრულებულ შემთხვევებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 37%-ია.

მსოფლიოში კი, ჯამში, კორონავირუსის 2 084 744 შემთხვევაა ამ დროისთვის დაფიქსირებული. აქედან 515 475 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 134 685 კი დაიღუპა.