20 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობამ 26.29 % შეადგინა - ცესკო

პუბლიკა

ცესკოს მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში 20 საათის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა 26.29 %-ია. საარჩევნო უბნებზე ქვეყნის მასშტაბით 562 664 ამომრჩეველი მივიდა.

ცესკოს ინფორმაციით, დღის განმავლობაში კენჭისყრასთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 12 საჩივარი და უმეტესობა პროცედურულ დარღვევას შეეხებოდა.


საქართველოში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. არჩევნების მეორე ტური, 17 მაჟორიტარულ ოლქში იმართებოდა. არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადეს ოპოზიციურმა პარტიებმა, თუმცა საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნების მეორე ტურში ბიულეტენში მითითებული იყო 31 ოქტომბრის არჩევნებში შესაბამის მაჟორიტარულ ოლქებში საუკეთესო შედეგის მქონე ორ-ორი კანდიდატი.

ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ პირველი ტურის შედეგებს და არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებენ. 31 ოქტომბრის არჩევნებიდან დღემდე ოპოზიციის ორგანიზებიც არაერთი აქცია გაიმართა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. ხელახალი არჩევნები და ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლაა ოპოზიციის მოთხოვნა. “ქართული ოცნება” ახალი არჩევნების ჩატარებაზე უარს აბობს და ოპოზიცია მოუწოდებს აღიაროს არჩევნების შედეგები.

მოლაპარაკებები იმართება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით. ოპოზიცია ამბობს, რომ მოთხოვნები უცვლელია და პარლამენტში შესვლას არ გეგმავენ. ფასილიტატორების მონაწილეობით შეხვედრების ორი რაუნდი უკვე გაიმართა. ჯერჯერობით უცნობია როდის გაიმართება მესამე რაუნდი. ფასილიტატორი ელჩები ორივე მხარეს კომპრომისის მოძებნისკენ მოუწოდებენ.

LB loan image desktop LB loan image mobile