2020 წელს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილ დანაშაულზე დაზარალებულად 28 პირი ცნეს

პუბლიკა

2020 წელს შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 224 პირის მიმართ, – ამის შესახებ გენერალური პროკურორის 2020 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2020 წელს შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე დაზარალებულად ცნობილი იქნა 240 პირი, მათგან 236 ფიზიკური და 4 იურიდიული პირი. მათ შორის, გენდერის ნიშნით დაზარალებულად ცნობილი იქნა – 184, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით – 15, გენდერული იდენტობის ნიშნით – 13, რელიგიის ნიშნით – 10, შშმ ნიშნით – 7, ეროვნული ნიშნით – 2, რასის ნიშნით – 2, ასაკის ნიშით – 2, პოლიტიკური შეხედულების ნიშნით – 1, სხვა ნიშნით – 3, გენდერის და ეროვნული ნიშნით – 1 პირი: