24 თებერვალს განაჩენს გამოვუტანთ ხელისუფლებას, ქართველ ხალხთან ერთად - ფოფხაძე

პუბლიკა

პოლიტიკოსმა გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილისა და აქტივისტების მიერ 24 თებერვალს დაგეგმილ აქციაზე ისაუბრა.

გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ 24 თებერვალს უნდა შედგეს დიდი ეროვნული გაერთიანება. მისი თქმით, ხელისუფლებაში არიან პუტინისტები და საქართველოს ისინი არ სჭირდება.

„ჩვენ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ და ეს საქმე უნდა გამოიხატოს იმაში, რომ 24 თებერვალს შედგეს დიდი ეროვნული გაერთიანება, რომელიც უკრაინელისთის იქნება განცდა, რომ საქართველო ჩემს გვერდშია, ევროპელისთვის განცდა, რომ საქართველო ჩემს გვერდშია …. ხელისუფლებისთვის კი განცდა, რომ მე დავმთავრდი, მე წერტილი დამესვა, აი, ეს განცდა უნდა გაჩნდეს. ამ პროცესის მართვას ისინი ვერასდროს ვერ შეძლებენ ისინი არიან პუტინისტები, ისინი არიან პუტინის საქმის მსახურები და საქართველოს ისინი არ სჭირდება, აი ეს განცდა უნდა გაჩნდეს და თან ისეთი მყარი განცდა უნდა შეექმნათ, რომ სრული ფუსტრაცია მათ უნდა დაემართოთ, არა ქართველ ხალხს, არამედ ხელისუფლებას, რომელმაც 24 თებერვალს შარშან, გააკეთა ისტორიულად არასწორი არჩევანი, დადგა ისტორიის ბოროტ მხარეს, შავმ მხარეს და დღეს მან პასუხი უნდა აგოს. ჩვენ 24 თებერვალს განაჩენს გამოვუტანთ მაგათ [ხელისუფლებას}, გარანტიას გაძლევთ, ქართველ ხალხთან ერთდ, “- თქვა მან.

გუშინ სამმა ოპოზიციურმა პარტიამ – „დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე საგანგებო განცხადება გააკეთს და  24 თებერვალს აქცია დაანონსეს. ამ შეკრებაზე სიტყვით გამოვიდა ასევე გედევან ფოფხაძეც.