352 ინფიცირებული და 3 გარდაცვლილი | 2 აპრილის სტატისტიკა

პუბლიკა

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 352 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო 3 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 751 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 070 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 627 366-მდე.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 352 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 176 შემთხვევა, აჭარა – 12, იმერეთი – 50, ქვემო ქართლი – 12, შიდა ქართლი – 13, გურია -17, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 19, კახეთი – 29, მცხეთა-მთიანეთი -6, სამცხე-ჯავახეთი -6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 4 862 საიდანაც, 486 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 257, აჭარაში – 36, იმერეთში – 87. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 129 პირი, მათ შორის, თბილისში – 75, აჭარაში – 17, იმერეთში – 15. 4 376 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.