395 ახალი შემთხვევა და 9 გარდაცვლილი | კოვიდსტატისტიკა და განაწილება რეგიონებში

პუბლიკა

საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 395 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 310 პირი, ხოლო გარდაიცვალა 9 კოვიდპაციენტი.

მთავრობის ადმინისტრაცა Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 594 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 065 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 529 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 10 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.61 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.50 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.83%.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 395 ახალი შემთხვევიდან, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით: თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა, აჭარა – 21, იმერეთი – 73, ქვემო ქართლი – 10, შიდა ქართლი – 28, გურია – 20, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 17, კახეთი – 27, მცხეთა-მთიანეთი – 4, სამცხე-ჯავახეთი – 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

„ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 976, საიდანაც: 1 324 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე, მძიმე პაციენტია 275 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 74 პირი. 133 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 1 519 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.