5-წუთიანი ფილმების კონკურსში ნამუშევრების მიღება დაიწყო

პუბლიკა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებული სტუდენტური საგრანტო კონკურსის „Nova Idea 2019’’ გამარჯვებული პროექტი – „5-წუთიანი ფილმების კონკურსი“ დაიწყო. კონკურსის მიზანი სტუდენტური განათლებისა და სოციალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების წინ წამოწევა და ფართო აუდიტორიისათვის კინოენით მიწოდებაა.

კონკურსის ორგანიზატორების განცხადებით, მონაწილეობა შეუძლიათ 18 წლიდან ნებისმიერ მსურველს, ვინც დაინტერესებულია კინოხელოვნებით.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, უნდა შევასოთ სააპლიკაციო ფორმა და გააგზავნოთ ნამუშევარი ელექტრონულ ფოსტაზე: novaidea.5minutesfilms@iliauni.edu.ge

ორგანიზატორთა განცხადებით, კონკურსში მონაწილე ფილმების ქრონომეტრაჟი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 2 წუთს და მაქსიმუმ 5 წუთს. ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა 15 იანვარია. გამარჯვებულები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.