521 ახალი შემთხვევა და 12 გარდაცვლილი | კორონავირუსის 20 ივნისის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 18 737 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 521 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 911 პირი, გარდაიცვალა 12 ადამნიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.78 %

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 358 881-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.78 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.46%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.66%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 911 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 344 748-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 160 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 521 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 283 შემთხვევა, აჭარა – 36, იმერეთი – 52, ქვემო ქართლი – 51, შიდა ქართლი – 23, გურია – 2, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 22, კახეთი – 31, მცხეთა-მთიანეთი – 8, სამცხე-ჯავახეთი – 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.