6 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა, მათგან 3 პაციენტის მდგომარეობა უკიდურესია - ტურძელაძე

პუბლიკა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორი ლალი ტურძელაძე „ტელეკომპანია პირველთან“ საუბარში აცხადებს, რომ გარდაცვლილი პაციენტის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. მისი თქმით, ამჟამად კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში 7 პაციენტი მკურნალობს.

„ჩვენს კლინიკაში 115 პაციენტი წევს, 85 არის კორონაინიფცირებული, მათგან 7 მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. სამწუხაროდ, დღეს ერთი პაციენტი გარდაიცვალა, უმძიმეს მდგომარეობაში. ჩვენ ხშირად ვამბობდით, რომ 3 პაციენტი გვყავდა ტერმინალურ მდგომარეობაში და ერთ-ერთი მათგანი იყო ეს ადამიანი, რომელიც გარდაიცვალა, 82 წლის. ამას გარდა, 6 პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე, მათგან სამის მდგომარეობა უკიდურესია. აი, ასეთი კონტიგენტია. ჩვენთან საერთოდ ყველა მძიმე პაციენტია, მაგრამ ესენი განსაკუთრებით. დანარჩენი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია და მათი მდგომარეობა სტაბილურია”, – აცხადებს ლალი ტურძელაძე.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დღეს 485-მდე გაიზარდა, აქედან გამოჯანმრთელებულია 139, გარდაიცვალა 6.

LB loan image desktop LB loan image mobile