7 საათიდან ვიკრიბებით რუსთაველზე, ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას - უდუმაშვილი

პუბლიკა

საარჩევნო ბლოკის „ძალა ერთობაშიას“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებზე ისაუბრა. მან ასევე განაცხადა, რომ 7 საათიდან იკრიბებიან რუსთაველის გამზირზე.

„მინდა, მივმართო ყველა საკჯარო მოხელეს და „ოცნების“ აქტივისტს, რომ პირობას გაძლევთ ყველა თქვენთაგანი შეინარჩუნებს სამასხაურს და არვინ იქნება დაყოფილი პოლიტიკური მრწამსის მიხედვით. ახლა მთავარია, არ შეასრულოთ უკანონო პოლიტიკური დაკვეთა და შეინარჩუნოთ თავისუფლება. დღეს ყველა გავიმარჯვებთ. შეგახსენებთ, რომ  7 საათიდან ჩვენ უკვე შევიკრიბებით რუსთაველის გამზირზე, ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.


დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები იმართება.