779 ახალი შემთხვევა, 23 გარდაცვლილი | კორონავირუსის 4 ივნისის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 30 026 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 779 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 959 პირი, გარდაიცვალა 23 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.59 %

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 347 762-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.59 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.06%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.90%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 959 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 331 680-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 876 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 779 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 401 შემთხვევა, აჭარა – 69, იმერეთი – 66, ქვემო ქართლი – 46, შიდა ქართლი – 24, გურია – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 69, კახეთი – 37, მცხეთა-მთიანეთი – 20, სამცხე-ჯავახეთი – 24, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.