80,5 მილიონი ლარი - პანდემიის პირველ წელს ყველაზე მეტი სახელფასო დანამატი შსს-მ გასცა

პუბლიკა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებპლატფორმა „ბიუჯეტის მონიტორის“ მონაცემებით, 2020 წელს შრომის ანაზღაურების დანამატის სახით ჯამში 248 843 744 ლარი გაიცა, პრემიის ხარჯი 15 383 171 ლარს, ხოლო შრომის ანაზღაურება 1 595 312 531 ლარს შეადგენდა.

ამავე პლატფორმაზე ასახულია მონაცემები უწყებების მიხედვით, რომელმა უწყებამ რამდენი ლარის დანამატი გასცა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი დანამატი, 80.5 მლნ ლარი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასცა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაცემული დანამატის ჯამური რაოდენობა 16 მილიონზე მეტს შეადგენს. 10 მილიონ ლარზე მეტი გასცა თავდაცვის სამინისტრომ, ჯანდაცვის, შრომისა და დევნილთა სამინისტრომ კი 6.5 მილიონი ლარი. ამ უწყებებთან ერთად დანამატის სიმრავლით გამოირჩევა სახელმწიფო დაცვის სამსახური 7 მილიონ ლარზე მეტი დანამატით, იუსტიციის სამინისტრო 5.2 მლნ და  პროკურატურა 3.5 მილიონი ლარით.

  • პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები – 1 მლნ ლარი
  • საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია – 91 185 ლარი
  • მთავრობის ადმინისტრაცია -316 477 ლარი
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 31 650 ლარი
  • ფინანსთა სამინისტო -2,8 მლნ ლარი
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 103 782 ლარი
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 57 176 ლარი
  • იუსტიციის სამინისტრო – 5,2 მლნ ლარი
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელბისა და სოციალური დასცვის სამინისტრო – 6,6 მლნ ლარი
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო – 5 627 ლარი
  • თავდაცვის სამინისტრო – 10, 7 მლნ ლარი
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო – 80,5 მლნ ლარი
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 1,5 მლნ ლარი
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (2020 წელს ჯერ კიდევ ერთ უწყებას წარმოადგენდა) – 929 671 ლარი