9 ივნისი | კორონავირუსის 821 ახალი შემთხვევა, 31 გარდაცვლილი

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 38 478 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 821 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 866 პირი, გარდაიცვალა 31 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.13 %.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 351 249-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.13 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.77%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.73%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 866 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 335 895-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 982 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 821 ახალი შემთხვევები რეგიონებზე ასე განაწილდა: თბილისი – 439 შემთხვევა, აჭარა – 71, იმერეთი – 86, ქვემო ქართლი – 66, შიდა ქართლი – 22, გურია – 16, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 60, კახეთი – 31, მცხეთა-მთიანეთი – 15, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.