ნიკა მელია და პარტიის სხვა წევრები აშშ-ში გაემგზავრნენ

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია და პარტიის წარმომადგენლები, თინა ბოკუჩავა და ნონა მამულაშვილი აშშ-ში გაემგზავრნენ.

„ძალიან მნიშვნელოვანი და რაც ყველაზე მთავარია, სასარგებლო შეხვედრები გაიმართება ვაშინგტონში ყველა დონეზე, იქნება ეს კონგრესი, სენატი, უშიშროების საბჭო თუ სახელმწიფო დეპარტამენტი. ამის გარდა, ძალიან ბევრი შეხვედრა იქნება იმ ადამიანთან, თუ ორგანიზაციასთან, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებს ამერიკის ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში”, – ამბობს ნიკა მელია.