ცესკოში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, იმიტირებული არჩევნები მიმდინარეობს

პუბლიკა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმიტირებული არჩევნები მიმდინარეობს.

ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩევლის რეგისტრაციის, ხმის მიცემისა და ხმის დათვლის პროცესი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით იმართება. საარჩევნო სიაში 822 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

„იმიტირებული არჩევნებისთვის შეიქმნა საუბნო საარჩევნო კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც ცესკოს, ისე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებით. კენჭისყრას არასამთავრობო ორგანიზაციებიც აკვირდებიან.

იმიტირებული კენჭისყრა ცესკოში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე სპეციალური ჯგუფის ორგანიზებით მიმდინარეობს, რომლის შემადგენლობაშიც, ცესკოს თანამშრომლებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შედიან”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.