მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, გახარია ძალიან კარგად მართავდა კოვიდსიტუაციას - ცერცვაძე

პუბლიკა

„მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ გიორგი გახარია ძალიან კარგად მართავდა კოვიდსიტუაციას” – ამბობს ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე „რუსთავი 2″-ზე გადაცემაში.

ინფექციონისტმა ეს განცხადება  “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერთან, ზურა ჯაფარიძესთან დებატებში გააკეთა.

“გახარიას დარტანიანს ეძახდით, საუკეთესო კრიზის მენეჯერიაო, ახლა დაუძახეთ, აბა, გახარიას დარტანიანი და კარგი მენეჯერი. აღარ არის ახლა მოდაში” – უთხრა მას ჯაფარიძემ და სწორედ ამ რეპლიკას მოჰყვა თენგიზ ცერცვაძის პასუხი.