„ფაიზერით“ 16 წლიდან ზემოთ მოსახლეობა აიცრება - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინით აცრას 16 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებიც შეძლებენ.

ფაიზერს“ აქვს დაშვება 16 წლიდან, ამიტომ ჩვენთანაც შევა ცვლილება „ფაიზერის“ შემოსვლის დროს და 16 წლიდან ზემოთ მოსახლეობა აიცრება. რაც შეეხება შემდგომ გადაწყვეტილებებს, რასაც უკვე ზოგიერთი ქვეყანა „ფაიზერთან“ მიმართებაში ახორციელებს მოზარდების აცრებს, ამაზე დაველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გამყრელიძემ.