შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე თანამდებობიდან გადადგა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე თანამდებობიდან გადადგა – „პუბლიკას“ ინფორმაცია შსს-ში დაუდასტურეს.

„პუბლიკის“ ინფორმაციით, ბორცვაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

2018-19 წლებში ბორცვაძე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. 2019 წლის თებერვლიდან კი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.