თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებს რიგითი ნომრები მიენიჭათ

პუბლიკა

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებს რიგითი ნომრები მიენიჭათ. ამ საკითხზე დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეხვედრა გაიმართა.

„დღევანდელ შეხვედრას ცესკოში 11 პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი ესწრებოდა. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურმა გაერთიანებებმა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „გირჩი“ უკვე მომართეს ცესკოს რიგით ნომერთან დაკავშირებით და დაიტოვეს წინა საპარლამენტო არჩევნებზე მათთვის მინიჭებული ნომრები. შესაბამისად მათი წარმომადგენლები დღევანდელ შეხვედრას არ დასწრებიან”, – ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება დღევანდელი შეხვედრის მონაწილე პარტიებს, როგორც შეხვედრის შემდგომ ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა ამ პარტიებმა ნომრებთან დაკავშირებით შემდეგნაირი არჩევანი გააკეთეს:

  • გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი – 1;
  • ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის – 2;
  • მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის – 4;
  • საქართველოს ევროპელი დემოკრატები – 6;
  • ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები – 7;
  • საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 8;
  • ლელო საქართველოსთვის – 9;
  • საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 10;
  • საქართველოს რესპუბლიკური პარტია – 11;
  • კანონი და სამართალი – 12;
  • პროგრესი და თავისუფლება – 21″.