უმცირესობების უფლებები არ არის უმნიშვნელო საკითხი - შარლ მიშელი

პუბლიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების დაცვა ცენტრალურ როლს თამაშობს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში და ამას დღეს გამართულ ყველა შეხვედრაზე გაუსვა ხაზი.

„მე ყველა შეხვედრაზე გავუსვი ხაზი იმას, რომ ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების დაცვა ცენტრალურ როლს თამაშობს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში.

უმცირესობების უფლებები არ არის უმნიშვნელო საკითხი, მრავალფეროვნებისა და ადამიანის ღირსების პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებებისთვის. ასევე, დაცული უნდა იყოს კონსტიტუციური უფლებები, პრესისა და გამოხატვის თავისუფლება“, – განაცხადა შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ღარიბაშვილთან შეხვედრამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. დღეს შარლ მიშელი ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაშიც მიიღებს მონაწილეობას, ასევე შეხვდება საქართველოში ამ კონფერენციისთვის ჩამოსულ უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებსაც.