კარასინი: რუსეთი მზადაა საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილოს

პუბლიკა

რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილოს – ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა Tass.ru ავრცელებს.

„ჩვენ მზად ვართ, ეს განვიხილოთ. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ეს გადაწყდება“, – აცხადებს კარასინი.

გამოცემის ცნობით, კარასინმა ასევე განაცხადა, რომ სექტემბერ-ოქტომბერში ელოდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრას. კარასინმა აღნიშნა, რომ აბაშიძესთან ხშირი კონტაქტი აქვს.

„ეს კონტაქტები სასარგებლოა, მოაქვს კარგი შედეგები პრაქტიკული საკითხების მოგვარებაში, მათ შორის, ჰუმანიტარულ გეგმაში და სატრანსპორტო საკითხებში. გავაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა კარასინმა.