ორივე მხარე საშინელ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს საკუთარი მოქალაქეების გამოყენებით - კრამონი

პუბლიკა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე აზიარებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ინტერვიუს სათაურით – „საქართველოს საგარეო მინისტრი: ჩვენ გვჭირდება 2020 წლის შემდგომი აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგის პერსპექტივა“. ფონ კრამონი აღნიშნავს, რომ დღევანდელი მოვლენების შემდგომ ეს ინტერვიუ აბსურსულად გამოიყურება.

ევროპარლამენტარი ასევე წერს, რომ მოემგზავრება საქართველოსკენ.

„საქართველოში განვითარებული მოვლენების შემდეგ ეს ინტერვიუ [დავით ზალკალიანის] განსაკუთრებით აბსურდული ჩანს. „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან 19 აპრილის შეთანხმება ღიად ანულირებულად გამოაცხადა“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი და დასძენს – „სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ არც კი უცდია, რომ ხელი მოეწერა ევროკავშირის შეთანხმებაზე. ასე რომ ორივე მხარე საშინელ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს საკუთარი მოქალაქეების გამოყენებით“.