ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლოს ეზოში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

პუბლიკა

საქალაქო სასამართლოში, სადაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუას სასმართლო პროცესი მიმდინარეობდა, მის ადვოკატს, ნიკა გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოს ეზოში ნიკა გვარამიას ორმა უცნობმა პირმა მიაყენა შეურაცხყოფა. გვარამიას თქმით, მას სახეში ჩაარტყეს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, უცნობი პირები საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გაიყვანეს და უცნობია, დააკავეს ისინი თუ მხოლოდ განარიდეს ტერიტორიას.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა შს სამინისტროს და საქალაქო სასამართლოს  ეზოში გვარამიასთან დაკავშირებულ ინციდენტში მონაწილე პირების დაკავებასთან დაკავშირებით დავუსვით კითხვა. მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე სამი პირი გამოკითხვაზეა გადაყვანილი.