გათავისუფლდეს სკოლები სამინისტროს დიქტატისგან - მეგრელიშვილი

პუბლიკა

„პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ერთ წიგნზე ვმსჯელობთ და არა მრავალ წიგნზე, რომელთა ავტორებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული ხედვა და მართლა სკოლები ირჩევდნენ, რომელი სახელმძღვანელო გამოიყენონ, რომელი არ გამოიყენონ“,- აცხადებს განათებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილი საქართველოს ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით, რომელმაც 2012 წლის მოვლენების აღწერის გამო ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საზოგადოების ნაწილის კრიტიკა გამოიწვია. მეგრელიძვილმა ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

„ამის მერე, ნაცები ხომ ისეთ ადგილას წაიყვანენ, რომელიც მათ მოეწონებოდათ, ქართული ოცნების წარმომადგენლები ისეთ ადგილას წაიყვანდნენ, რომელიც მათ მოეწონებოდათ, მღვდლები იქ წაიყვანდნენ სადაც თვითონ მოეწონებოდათ და მეც იქ წავიყვანდი ჩემს შვილს, სადაც მე მომეწონებოდა”, — ამბობს მეგრელიშვილი.

მეგრელიძვილი ამბობს, რომ სკოლები უნდა გათავისუფლდნენ სამინისტროს დიქტატისგან.

„მე ვლაპარაკობ იმაზე, რომ გათავისუფლდეს სკოლები სამინისტროს დიქტატისგან. ეს არის ერთადერთი პრობლემა, რომელიც სჭირს განათლების სისტემას. მშობლებმა დაიწყონ საკუთარი შვილების განათლებაზე ზრუნვა. მხოლოდ ამ შემთხვევაში გვეშველება. იმაზე არ დავიწყებ არავითარ შემთხვევაში ლაპარაკს, რომ ამ წიგნში ბიძინა ივანიშვილი წაშალეთ-მეთქი ან რომელიღაც თარიღი გადააკეთეთ მეთქი, ეს ქინება გიჟობა და სისულელე , არ არის ეგ არც ჩემი საქმე და არცერთი პარალმენტარის საქმე.

უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ბევრი წიგნი დაიწეროს, ამ ავტორებმა ერთმანეთთან საჯაროდ იდისკუსიონ და ადამიანებმა გაიგონ, რა შეიძლება იყოს უფრო მართალი და რა შეიძლება იყოს უფრო ტყუილი. ახლა ვიღაცა ცდილობს, რომ მონოპოლია დაამყაროს ჭეშმარიტებაზე. ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც შეიძლება ხდებოდეს”,- განაცხადა მეგრელიშვილმა.

დღეს განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეების ნაწილის პროტესტი და კრიტიკა გამოიწვია საქართველოს ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელომ. აქციის მონაწილეები სასწავლო პროგრამიდან აღნიშნული სახელმძღვანელოს სწავლებიდან ამოღებას მოითხოვენ, რადგან, მათი შეფასებით, სახელმძღვანელოში 2012 წლის მოვლები პროპაგანდისტულადაა აღწერილი.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, საქართველოს ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოში, ისტორიული პროცესები აღწერილია გამართულად, კომპეტენტურად და მრავალმხრივად.