ტიკარაძეს გადადგომის შესახებ განცხადება ჯერ არ დაუწერია - სამინისტრო

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრს ეკა ტიკარაძეს გადადგომის შესახებ განცხადება ჯერ არ დაუწერია – ამის შესახებ „პუბლიკას” სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

პრესსამსახურში ასევე აღნიშნავენ, რომ წლის ბოლომდე ტიკარაძე მინისტრის მოვალეობას შეასრულებს.

საქართველოს კანონის მიხედვით, მინისტრს უფლებამოსილება უწყდება გადადგომისას; მინისტრი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართავს პრემიერ-მინისტრს. სწორედ აღნიშნული განცხადება არ დაუწერია ტიკარაძეს.


ტიკარაძემ გუშინ, 9 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მინისტრის პოსტს ტოვებს და საქმიანობას პარტია ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.