შრომის ინსპექცია შანტაჟის რეჟიმში ესაუბრება საკლუბო სივრცეების წარმომადგენლებს - ROKVA Festival

პუბლიკა

ROKVA Festival წერს, რომ,  ე.წ. მოლაპარაკების ფორმატში, სახელისუფლებო ინსტიტუტი – შრომის ინსპექცია, შანტაჟის რეჟიმში ესაუბრება საკლუბო სივრცეების წარმომადგენლებს.

„ამ „მოლაპარაკებებში“ ჩართულ ყველა სივრცეს აქვს ფუფუნება, დაგეგმილი ღონისძიება გადადოს მომავალ პერიოდზე, მაშინ, როდესაც, გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე, ჩვენთან უკვე მიმდინარეობდა საღამოს ძირითადი ნაწილი.

ჩვენს შემთხვევაში, ასევე მნიშვნელოვანია სივრცის მეპატრონეების პოზიცია: მხარში დგომის დაპირების მიუხედავად, ისინიც შეაშინეს, მოსალოდნელი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით, რომელიც მოულოდნელად და არსაიდან დადგებოდა, პარასკევის ღონისძიების დაჯარიმების გარეშე; ფაქტობრივად, ღონისძიების გაგრძელება შეუძლებელი გახდა მაშინ, როდესაც ზაფხულში სახელმწიფოსგან მოწყობილი საბოტაჟის მსხვეპრლები უკანასკნელ ძალებს ვიკრებთ სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად, რასაც ემსახურებოდა კიდეც ROKVA SPINOFF.

ხელისუფლება მუდმივად უარს აცხადებს ნებისმიერი სახის კომპრომისზე და უკვე მეორედ გვაყენებს გამოუსწორებელი ზარალის წინაშე, მაშინ, როცა ქვეყანაში არსებული ყველა ღია თუ დახურული სივრცე, გარდა კლუბებისა, შეუფერხებლად მუშაობს კოვიდრეგულაციების დაცვით”, – წერს ROKVA Festival.